MEGOBARI ACT -ის განხილვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში-რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას
ამერიკის წარმომადგენელთა პალატა დღეს მეგობარი აქტს განიხილავს - თუ ქართველი ხალხის მხარდამჭერი დოკუმენტი კანონად იქცევა, ამას სერიოზული პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური შედეგები მოყვება.
ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ბედი, თავიდან ბოლომდე, გადაჯაჭვულია უკრაინასთან და ამიტომ ხდება ის, რომ მოულოდნელად ჩაინიშნა, აღნიშული კანონპროექტის განხილვა, რომელსაც აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
მათივე თქმით, ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს იმ ქმედებებზე, რომელსაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების დარღვევას და ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და “მეორეს მხრივ, დოკუმენტი გულისხმობს იმას, რომ თუ “ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეასრულებს ყველა ჩამოთვლილ მოთხოვნას, აშშ-ის მთავრობა მათთან მიდგომას შეცვლის.“
მე ვიცი, რომ ბატონ დავითაშვილს ვაშინგტონში ვიზიტისას სწორედ „MEGOBARI აქტი“ წაუკითხეს კიდევ ერთხელ, მას უახსენს,რომ რაც იქ წერია, ეს არის შეერთებული შტატების ორპარტიული პოზიცია და მათ მხოლოდ მაშინ აქვთ შესაძლებლაობა რაიმე ურთიერთობის შტატებთან, თუკი „MEGOBAR აქტში“ ჩამოთვლილ პრობლემებს დაძლევენ და ამ შემთხვევაში, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ის სიკეთეები რაც იმავე აქტში წერია, ეს ერთი და მეორე-მიაქცევდით ყურადღებას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარში, ამ თემასთან დაკავშირებით მათ თქვეს, რომ კერძო საუბრის დეტალებს საჯაროდ არ ვიხილავთო. აქამდე ჩამოალაბორანტეს ვიცე პრემიერთან შეხვედრა. იცით რომ, როდესაც ასეთი შეხვედრები დგება, როორც წესი, ორპწკარიანი განცხადება მაინც კეთდება, რომ იყო შეხვედრა, ვისაუბრეთ ამაზე და ასე შემდეგ- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
როდესაც უკრაინასთან ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება ფორმდება, რომელიც ითვალისწინებს, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ პაკეტს, რომელიც 10-წლიანია, სწორედ ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, საქართველოსთვის, „MEGOBARI აქტი“ არის საკვანძო, რადგან ამერიკა აღიქვამს, როგორც უკრაინის ნაწილს, საქართველოსთან ერთად და ამ გეოპოლიტიკურ ქვაკუთხედში, „MEGOBAR აქტს“ აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია. „MEGOBAR აქტი“ რას გულისხმობს: სანქციები ივანიშვილის რეჟიმს, ეკონომიკური თანამშრომლობა, უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა. ვინაიდან ეს აქტი უკრაინაში უკვე მიღებულია და ხელმოწერილია, საქართველოც სასწრაფოდ უნდა მოხვდეს ამ ტალღაში“,- ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
ქართველი ხალხის მხარდამჭერი დოკუმენტის განხილვა, ვაშინგტონის დროით, შვიდ საათზე დაიწყება.