პატიმრების გათავისუფლება ხმების სანაცვლოდ - სუს-ის ბოსის საიდუმლო შეხვედრა ახმეტაში

29.09.21 20:22
პატიმრების გათავისუფლება ხმების სანაცვლოდ - სუს-ის ბოსის საიდუმლო შეხვედრა ახმეტაში

გადამწყვეტი არჩევნების წინ ახმეტას ბიძინა ივანიშვილის ნათესავს აბარებენ. ყველაზე რთულ რეგიონში ბერას ქვისლის მამა, შენგელი ფიცხელაური, საგანგებო მისიით ჩავიდა. გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე ადგილობრივ ავტორიტეტებთან შესახვედრად გააგზავნეს. 

გასაიდუმლოებული  შეხვედრა, რომელსაც  პარტაქტივიც  კი არ დაასწრეს,  ფიხელაურმა ახმეტის ცენტრში გამართა. შეხვედრაზე კი სუს-ის მაღალჩინოსანი  ხმების მობილიზების სანაცვლოდ ადგილობრივებს მათი მეგობრების ციხიდან გამოშვებას დაპირდა. 

ინფორმაციას "პირველებთან" ახმეტაში ერთ-ერთი პატიმრის ოჯახიც უდასტურებს. 

თავად შენგელი ფიცხელაური ფაქტს უარყოფს.

სამსახურში მობრძანდით, საერთოდ რა გავაკეთე და რას ვაკეთებდი ამ დღეებში. საიდან მოიტანეთ? რა მინდა ახმეტაში? დამიდასტურეთ, ან სურათი გადაიღეთ. ეს ყველაფერი არის თქვენი შეთხზული, - ამბობს ფიცხელაური. 

მსგავსი სიახლეები