ვინ იქნება "ოცნების" თავმჯდომარე - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში
ვინ იქნება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე - ივანიშვილის გუნდში ამბობენ, რომ უკვე იციან, ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს, თუმცა ამაზე წინასწარ არ საუბრობენ.
კახა კალაძე ამბობს, რომ ყველაფერი ცნობილი ორ დღეში გახდება.
ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე, როგორი იქნება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. ტარდება პოლიტსაბჭო და პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ვიცით, ვინ არის კანდიდატი, - ამბობს კალაძე.
არალეგიტიმური პარლამენტის კიდევ ერთი წევრი, გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ საკითხზე ფართო კონსულტაციები გაიმართა და გადაწყვეტილება მხოლოდ ივანიშვილის მიერ არ იქნა მიღებული.
რასაკვირველაია, საინტერესოა. ჩატარდება როგორც გამოცხადებული იქნა „ქართული ოცნების“ ოფისში, თუმცა, შეიძლება, გადაწყვეტილება შეიცვალოს, მაგრამ რეალურად, მსჯელობა მიმდინარეობს. ეს განცხადება უნდა გაკეთდეს ყრილობაზე და გააკეთოს იმ პიროვნებამ, ვისაც ეს დავალება ექნება მიცემული. ვერ გეტყვით, საბოლოო შედეგს გაიგებთ მალე - ზეგ.
მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ ხედვა არ იყოს დამყარებული ფართო კონსულტაციებზე, მათ შორის, გუნდის წევრებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასე რომ, ჩვენ არანაირი არ გვაქვს ეს განცდა, რომ ვინმეს, შეიძლება, რეგიონში ეგონოს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვა და ამის იქით უკვე ყველანი არიან უმოქმედო დატოვებულები. ასე არ არის, სტილი არ არის ეს მისი, - ამბობს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა "ოცნების" თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ახალი თავჯდომარის ვინაობა 7 მაისს, პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.