ივანიშვილს ერთგული შემსრულებელი სჭირდება, სავარაუდოდ, თავმჯდომარის პოსტს ისევ კობახიძეს ჩააბარებს - ბესელია
"ოცნებიდან" წასული ეკა ბესელია ფიქრობს, რომ პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურას ივანიშვილი ბოლო წუთს გაასაჯაროებს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, გადაწყვეტილება ბოლო წუთს შეიცვალოს.
ამასთან, ბესელია ამბობს, რომ ივანიშვილს ახლა ექსპერიმენტების ჩატარების დრო არ აქვს და ამიტომ, სავარაუდოდ, ამ პოსტზე მისთვის სანდო კადრს, ირაკლი კობახიძეს წარადგენს.
პირველ რიგში, არ ამბობენ იმიტომ, რომ თავადაც ერთმანეთს არ უმხელენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს მხოლოდ ივანიშვილი, ბოლოს გაუმხელს თავის გუნდს. ასეთუ კულტურა არ არის პარტიაში, რომ წინასწარ ხდებოდეს განსჯა და განხილვა ასეთი საკითხების და შეიძლება, მიღებული გადაწყვეტილება ბოლო დღეს შეიცვალოს ან ბოლო საათზე შეიცვალოს. ამიტომაც არ ამბობენ და იტყვიან იმ დღეს, როცა იქნება ყრილობა, რომელიც იქნება ძალიან ფორმალური და არაფერი საინტერესო და არაფერი, რაც შინაარსის მომცემია, რაიმე ინფორმაციის მომცემია იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც გადააფასა ამ პარტიამ, რაღაც იგრძნო, დაინახა, გაიაზრა რა კრიზისშია ქვეყანა.
არ არის დიდი რიგი სათადარიგო სკამის ივანიშვილისთვის. მას სჭირდება ძალიან ერთგული შემსრულებელი დავალებების და არ არის გამორიცხული, ისევ კობახიძემდე მივიდეს ეს კვალი, იმიტომ, რომ ახლა ექსპერიმენტების ჩატარება არ სჭირდება ივანიშვილს. ასე რომ, არ ვიცი, საბოლოოდ ვისზე შეჯერდება, მაგრამ მას სჭირდება ახლა ადამიანი, შემსრულებელი, რომელიც არ დასვამს კითხვებს, არ იკითხავს რატომ კეთდება ის, რაც კეთდება ან რა მოყვება ამას, რასაც აკეთებენ, - ამბობს ბესელია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა "ოცნების" თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ახალი თავჯდომარის ვინაობა 7 მაისს, პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.