"ამას არ ვიმსახურებდი" - ვალერი გელაშვილმა წულუკიანს "ოცნების" მიერ გამოუძიებელი საქმეები მიუტანა

05.05.25 16:05
"ამას არ ვიმსახურებდი" - ვალერი გელაშვილმა წულუკიანს "ოცნების" მიერ გამოუძიებელი საქმეები მიუტანა

 

 

წულუკიანის კომისიაზე დაბარებულმა ვალერი გელაშვილმა "ქართული ოცნება" გააკრიტიკა - გელაშვილმა წულუკიანს გამოუძიებელი საქმეები მაგიდაზე დაყარა და პასუხი მოითხოვა.

„ამას არ ვიმსახურებდი” - თქვა გელაშვილმა.

ბიზნესმენის განცხადებით, საჩივრები, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროკურატურაში შეიტანა, დღემდე დასრულებული არ არის.

„[ვგულისხმობ საჩივრებს] გემთმშენებლობის ნაწილში და მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს ჯარიმა არ მეკუთვნოდა“. – თქვა ვალერი გელაშვილმა.

წულუკიანმა მას ჰკითხა, აქვს თუ არა გასაჩივრებული აღნიშნული საქმეები, რაზეც გელაშვილმა თქვა: „საკუთარ ხელისუფლებას ვუჩივლო? რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?“

„ამ სხდომას პროკურატურა და საქართველოს სასამართლოებიც უსმენენ და იმედი მაქვს, რომ თქვენი სხვა პროცედურებიც დამთავრდება ისეთივე წარმატებით, როგორც, ხაზს ვუსვამ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოიძია თქვენზე თავდასხმის საქმე და დაისაჯნენ ის პირები, ვინც იყვნენ დამკვეთები. შესაბამისად, ესეც უნდა აღინიშნოს ხმამაღლა. რომ არა ეს, დღეს ფაქტობრივი გარემოებები დადგენილიც კი არ იქნებოდა.

ამიტომ, მადლობა პროკურატურას ამ საქმის გამოძიებისთვის და იმ საქმეზე, რომელიც შეტანილი გაქვთ, იმედი მაქვს, რომ მალე დადგება ის შედეგი, რომელიც თქვენ მოგწონთ. მადლობა მობრძანებისთვის, ახლა უკვე ნახვამდის!”- თქვა წულუკიანმა გელაშვილის საპასუხოდ. 

მსგავსი სიახლეები