ეს არ არის არჩევნები, ეს სპეცოპერაციაა - ელენე ხოშტარია

29.09.21 21:49
ეს არ არის არჩევნები, ეს სპეცოპერაციაა - ელენე ხოშტარია

ეს არ არის არჩევნები, ეს სპეცოპერაციაა, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" განაცხადა. ელენე ხოშტარიას თქმით, ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიზანი არჩევნების მოპოვებაა. 

ეს, რაც ხდება, არ არის არც არჩევნები და არც წინასაარჩევნო პროცესი. ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც იმართება სუს-ით, "ქართული ოცნებით", მოსმენებით, მოსყიდვებით, დაშინებით და ა.შ., ოღონდ ეს ახალი არ არის. ამოცანა ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის არის მოპოვება არჩევნების, იმიტომ, რომ რეალურად, ჩვენ ვიბრძვით ახლა იმისთვის, რომ მერე ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, - თქვა ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები