საქართველოს ბედი ევროკავშირში - გაფრთხილება დამარცვლით და 4 პირობა ბრიუსელიდან

05.05.25 20:31
საქართველოს ბედი ევროკავშირში - გაფრთხილება დამარცვლით და 4 პირობა ბრიუსელიდან

გაფრთხილება დამარცვლით და 4 პირობა ბრიუსელიდან. ევროკავშირის პრესსპიკერი იმ მთავარ ნაბიჯებს ასახელებს, რაც ქვეყანას ევროპულ კურსზე დააბრუნებს. წერილობითი განცხადება ევროკომისიის პრესსპიკერმა გამოცემა "ევროსკოპს" გაუგზავნა. 

ევროკავშირი "ოცნებისგან" ადამიანის უფლებების დაცვას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" არ გააუქმებს რეპრესიულ კანონებს, არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს და არ შეწყვეტს ქუჩებში ძალადობას, მაშინ   სავარაუდოა, რომ სანქცირებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს. 

ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ "ევროსკოპისთვის" გაგზავნილ პასუხში ვკითხულობთ, რომ ბრიუსელში ახლა განსაკუთრებით წუხან სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მოხრჩობის მცდელობებზე. იმის მიუხედავად, რომ "ოცნებამ" ბოლო დროს ახალი რეპრესიული კანონები მიყოლებით მიიღო, ევროკავშირი ამბობს, რომ რეპრესიების საპირწონედ ქართული მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების გადასარჩენად სამმაგი დახმარება გამოიყოფა. 

ამის პარალელურად, დღეს კახი კალაძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირის ლიდერებს უსმენს. თბილისის მერი ირწმუნება, რომ არსებობს სტრატეგიული პარტნიორების მამხილებელი მტკიცებულებები, რომელიც პრემიერ-მინისტრის კაბინეტში შეიქმნა.

ანუ, დახურულ შეხვედრებზე, სადაც წესით მხოლოდ ქვეყნის პრემიერი და ევროპული სახელმწიფოს რომელიმე დიპლომატი უნდა ყოფილიყო, ირკვევა, რომ "ოცნების" რეჟიმი ყველაფერს ჩუმად იწერდა.

აქამდე, არანაირი მტკიცებულება "ოცნებიდან" არავის დაუდია. ჩნდება კითხვა, თუ რაიმე არსებობს, რატომ უმალავენ ხალხს. არსებობს ეჭვები, რომ ესეც "ქართული ოცნების" გამოგონილი ამბავია, რომელიც ევროკავშირის გაშავებას ემსახურება. 

საქართველოს ბედი ევროკავშირში - დეტალები გუგა არჩვაძის რეპორტაჟში ნახეთ. 

მსგავსი სიახლეები