MEGOBARI ACT-ის განხილვა იწყება - რა განაჩენს გამოუტანს შტატები რეჟიმს

05.05.25 20:24
MEGOBARI ACT-ის განხილვა იწყება - რა განაჩენს გამოუტანს შტატები რეჟიმს

შტატების მძიმე პასუხი რეპრესიულ რეჟიმს - რამდენიმე საათში წარმომადგენლობით პალატაში ამერიკელი კონგრესმენები კენჭს ოლიგარქის გუნდის არაღიარების და სანქცირების დოკუმენტს უყრიან.

მეგობარი აქტის განხილვის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ივანიშვილის გუნდი თავის დამშვიდების რეჟიმშია და იმედი აქვს, რომ ამერიკელი კონგრესმენები კანონპროექტის დამტკიცებას ვერ შეძლებენ.

"ქართული ოცნება" მეგობარი აქტის დამტკიცების მოლოდინში იმდენად გაღიზიანებულია, რომ კონგრესის წევრებს ტრამპის დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს. ეს იმ ფონზე, როცა ბიძინა ივანიშვილის არაღიარების და სანქცირების დოკუმენტი ორპარტიულია და მას ტრამპის გუნდის წევრები და დემოკრატები მხარს თანაბრად უჭერენ. ამიტომ, პრაქტიკულად, აღარ არსებობს შანსი იმისა, რომ კანონპროექტი კანონად არ იქცეს.

ამერიკელმა კონგრესმენებმა მეგობარი აქტის განხილვა დაჩქარებული წესით გადაწყვიტეს. აშკარაა, რომ საქართველოს დასავლურ მომავალს შტატები გეოპოლიტიკურ ჭრილში განიხილავს, სწორედ ამას უკავშირდება შტატების დიდი ინტერესი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის და მისი სპონსორი ბიზნესმენების სანქცირება.

რა პროცედურებია დარჩენილი, ვიდრე მეგობარი აქტი კანონად იქცევა, დეტალები ინა ცარციძის რეპორტაჟში ნახეთ. 

მსგავსი სიახლეები