"თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ივანიშვილმა ბერას ჩააბარა" - ხაბეიშვილი
"თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ბიძინა ივანიშვილმა ბერა ივანიშვილს ჩააბარა" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იტყობინება, რომ ივანიშვილის ოჯახმა მფარველობით წელიწადში 500 მილიონი ამერიკული დოლარი "ქეშად" უნდა მიიღოს. ამასთან, ხაბეიშვილის ცნობით, იგეგმება ოთხი უდიდესი ოფისის გახსნა, თითო ოფისში 300-მდე ოპერატორი-მძარცველი იმუშავებს.
თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ბიძინა ივანიშვილმა ჩააბარა ბერა ივანიშვილს.
ბერამ მისი მეგობარი ამიკოს გავლით და შუამავლობით ტრანსნაციონალური ქოლცენტრების სქემის აწყობა დაავალა "სოსოს", რომელსაც ივანიშვილის ოჯახმა დაუნიშნა ორი "თვალი" - წარმომადგენელი ლაშა და დავითი. შეთანხმების თანახმად, ივანიშვილების ოჯახმა ტრანსნაციონალური დანაშაულის
მფარველობით წელიწადში 500 მილიონი ამერიკული დოლარი “ქეშად” უნდა მიიღონ. “მინი” ოფისები უკვე "ამოქოქეს" და იგეგმაბა ოთხი უდიდესი ოფისის გახსნა, სადაც თითო ოფისში 300-მდე ოპერატორი, მძარცველი იმუშავებს!
ცხადია, ყველა დასახელებული სახელის გარდა ვიცით გვარები, ასევე კონკრეტული მისამართები და "თანამშრომლების" გარკვეული ჯგუფიც იდენტიფიცირებულია!
ევროპოლი და გერმანიის პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტული თემაა ტრანსნაციონალური დანაშაული.
მამა-შვილი ივანიშვილები იმდენს იზამენ, სანქციები კი არა პირდაპირ ალკატრასის ციხეში მოხვდებიან.
გვაქვს შესაძლებლობა ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შევიტანოთ ჩვენი მცირე წვლილი - სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციების გაცვლის მეშვეობით",- წერს ლევან ხაბეიშვილი.