პრეზიდენტი ზურაბიშვილი: საქართველოს მეგობართა საერთაშორისო ჯგუფს "წინააღმდეგობის პლატფორმა" წარვუდგინეთ
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა და "წინააღმდეგობის პლატფორმის" წევრებმა საქართველოს მეგობართა საერთაშორისო ჯგუფთან დისტანციური შეხვედრა გამართეს - აუდიენციაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ისაუბრეს.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მეგობართა ჯგუფს "წინააღმდეგობის პლატფორმის" მონაწილეები წარუდგინა და როგორც მისი მიზნები, ასევე მუშაობის ფორმატი გააცნო.
- დისტანციურ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპარლამენტარები, ევროპის ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წარმომადგენლები.
წარვუდგინეთ ახალი პლატფორმა, „წინააღმდეგობის პლატფორმა“, მისი მიზნები, მოქმედების და მუშაობის მთავარი წესები, ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპები. ასევე ის, რომ ეს დაფუძნებულია ქართულ ქარტიაზე და ჩვენი ერთობლივი და პირველი მიზანია ახალი არჩევნები, ასევე პატიმრების განთავისუფლება.
ეს პლატფორმა უკვე სხვებთან ერთადაც მუშაობს. პროტესტის მონაწილეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კულტურის ორგანიზაციებთან ერთად ვგეგმავთ 26 მაისს[აქციას] და ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები 26 მაისზე , (აქციაზე) რომ ქართველ ხალთან ერთად თვითონ გამოხატონ სოლიდარობა.
ჩვენ ასევე აღვწერეთ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, რაზედაც თვითონაც არიან ძალიან კარგად გათვითცნობიერებული, მაგრამ ბოლო გადაწყვეტილებები რაც მიღებულიო იქნა, თუნდაც მედიის შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ასაღებს, რომ ბრიტანულ კანონმდებლობასთან არის მიახლოებული, ეს ყველაფერი არის მათი ჩვეულებრივი ფორმა, რითაც ასაღებენ რუსულ კანონებს, როგორც ხან ბრიტანულს, ხან ამერიკულს, მაგრამ ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის რეპრესიის გაგრძელება და ამას ჭირდება კიდევ მეტი რეაგირება ევროპელი მეგობრებისგან.
ამ შეხვედრას ესწრებოდა ჯო უილსონის სტაფერი, რომელმაც მოგახსენა ბოლო მოვლენები და მეგობარი აქტის დღეს განხილვა საღამოს ექვს საათზე აშშ-ში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.