"ოცნების" ყველა დანაშაულზე პასუხისმგებლობა დადგება და MEGOBARI Act სწორედ ამის წინაპირობაა! - მამუკა ხაზარაძე
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI Act-ის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული აქტი "რეალურად ქართველი ხალხის პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც რუსულმა ოცნებამ ჩაიდინა".
მისივე განცხადებით, MEGOBARI Act წინაპირობაა, რომ "ოცნების" ყველა დანაშაულზე პასუხისმგებლობა დადგება.
MEGOBARI Act, რეალურად ქართველი ხალხის პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც რუსულმა ოცნებამ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა!
კი, “ქართული ოცნება” ნამდვილად იქცა “ქართულ კოშმარად” როცა:
- ღირსება აყარა სასამართლოს;
- მოკლა ინსტიტუციები;
- ფიზიკურად იძალადა ხალხზე;
- დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოებას;
- დაარღვია კონსტიტუცია და უარი თქვა ევროპულ კურსზე;
- დაგვიკარგა ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია, რასაც ანაკლიის პორტი გვაძლევდა.
დღეს უკვე ცხადია, რომ ყველა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დადგება და MEGOBARI Act სწორედ ამის წინაპირობაა!
გზავნილი მიღებულია - ნამდვილი მეგობრები მათ გვერდით დგანან, ვინც თავისუფლებისა და ღირსებისთვის იბრძვის და არა მათთან, ვინც შიშითა და რეპრესიებით ებღაუჭება ძალაუფლებას!", - წერს მამუკა ხაზარაძე.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო.
აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
- კანონპროექტს მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა, კერძოდ, მხარდამჭერებიდან - 168 რესპუბლიკელია, 181 კი დემოკრატი. წინააღმდეგ 42 წავიდა, 42-ს კი ხმა არ მიუცია.