ვისაც უნდა, ყავაში ჩაიხედოს და იმკითხაოს - ვაშაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

30.09.21 11:28
ვისაც უნდა, ყავაში ჩაიხედოს და იმკითხაოს - ვაშაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

"მესამე ძალის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოში დაბრუნების საკითხზე აპელირება ამომრჩევლის დეზორიენტაციას გამოიწვევს: 

ვისაც უნდა, ყავაში ჩაიხედოს და იმკითხაოს, როცა ჩამოვა, ჩამოვა. მოდი, არჩევნებს მივხედოთ და ამომრჩევლის დეზორიენტაციას ნუ მოვახდენთ. ეს არჩევნები ხელისუფლების ცვლილებებისკენაა მიმავალი გზა და არა, ვინ ჩამოვა და ვინ წავა"- აცხადებს ვაშაძე. 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება მიმდინარე კვირას დააანონსა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ის ქვეყანაში 2 ოქტომბერს 23:05 საათზე ჩამოვა. 

 

მსგავსი სიახლეები