კობა ნაყოფიამ სენაკში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

30.09.21 11:33
კობა ნაყოფიამ სენაკში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ, სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა:

ლაშა კუჭავა - სენაკის მესამე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი;
სევდია უგრეხელიძე - პარტიული სიის მეორე ნომერი;
მირანდა მირცხულავა - პირველი ოლქია მაჟორიტარობის კანდიდატი;
რევაზ ავალიანი - სანა, ყორში, დიდი ყორშის მაჟორიტარობის კანდიდატი;
საბა სირია - ნორისი გეჯეთის მაჟორიტარობის კანდიდატი;
ბაკურ ხურცია - ახალსოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი;
ბესიკ ნარმანია - სენაკის მეორე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი;
ზურაბ სანაია - ფოცხო-უშაფათის მაჟორიტარობის კანდიდატი;
მამუკა აფშილავა - ნოქალაქევისა და ლეძაძამის მაჟორიტარობის კანდიდატი;
ვახტანგ წურწუმია - თეკლათი, ჭალადიდის მაჟორიტარობის კანდიდატი;
ვალერი კუჭავა - მენჯის მაჟორიტარობის კანდიდატი;
ამირან დავითაია - შეთანხმებული კანდიდატი ,,ევროპული საქართველოდან", ძველი სენაკის მეორე ნოსირის მაჟორიტარობის კანდიდატი.

ნაყოფიამ სენაკელებს ბიზნესპროექტი და ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო.

ნაყოფია გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას არაერთ ინფრასტრუქტურულ სიახლეს ჰპირდება. სენაკში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მიმართა და კობა ნაყოფიას მხარდაჭერისკენ და 2 ოქტომბრის რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

     

    მსგავსი სიახლეები