სუს-ის ყველა თანამშრომელს მადლობა ვუხდი პატრიოტიზმისთვის - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
პირველ რიგში, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი. მინდა, სუს-ის ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა, მათი პატრიოტიზმისთვის და მათი სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნისთვის, მინდა, ყველას მოგიწოდოთ, რომ როცა საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თანამშრომლები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სიმშვიდეს, პატივი უნდა ვცეთ და მადლობა გადავუხადოთ მას. გამოძიება დაადგენს, რა იყო აქედან კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები, რა არის ფაბრიკაცია და ამის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი", - თქვა ღარიბაშვილმა.