"ოცნებას“ მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია ერთ საათში - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

30.09.21 11:58
"ოცნებას“  მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია ერთ საათში - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას ეხმაურება და ამბობს, რომ მის დასაკავებლად 10 პოლიციელიც საკმარისია. ღარიბაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერების მობილიზებას ვერ ახერხებს, ხოლო მმართველ გუნდს ამის ორგანიზებისთვის მხოლოდ 1 საათი ჭირდება. 

არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია, ეს დაანონსეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, როდესაც თქვეს, რომ ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას. მე ვთქვი, რომ ოპოზიციას არ შეუძლია საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება. პიკის დროს, ივლისის თვეში, როდესაც საკმაოდ კულმინაციური მომენტი იყო, მათ 5000-ზე მეტი მხარდამჭერის მობილიზება ვერ შეძლეს. ამის საპასუხოდ მე ვთქვი, რომ „ქართულ ოცნებას“ ზოგადად  მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია ერთ საათში და მინიმუმ 100 000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაცია ნებისმიერ დროს განვახორციელოთ. სააკაშვილს არ სჭირდება 100 000 კაცი, მას სჭირდება 10 პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები