2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, "ოცნებამ" 8 287 870 ლარი მიიღო, "ლელომ" - 895 960, ენმ-მ - 774 704 - აუდიტი
2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საარჩევნო სუბიექტები ჯამში 12 871 714 ლარით დაფინანსდნენ - ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
აუდიტის ცნობით, აქედან 1 972 996 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, 10 319 989 ლარი - შემოწირულობები, 578 729 ლარი კი სხვა შემოსავლები.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით ჯამში 7 600 097 ლარი დახარჯა. აქედან 5 299 065 ლარი რეკლამაში აქვს დახარჯული, 7 500 ლარი შრომის ანაზღაურებაზე, 2 293 532 - სხვა ხარჯები აქვს.
„ლელო საქართველოსთვის“ ჯამური ხარჯი 796 369 ლარი დახარჯა, აქედან 539 321 ლარი რეკლამაზე, 23 783 ლარი შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 233 265 სხვა ხარჯებია.
„გახარია - საქართველოსთვის“ ჯამური ხარჯი - 703 604 ლარს შეადგენს, პარტიამ რეკლამისთვის 336 566 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა ხარჯები - 367 038 ლარს შეადგენს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯამური ხარჯი 521 304 ლარია, 65 950 ლარი რეკლამისთვის, 81 748 შრომის ანაზღაურებისთვის, 373 606 სხვა ხარჯებისთვის.
„გირჩის“ ხარჯი ჯამში 454 330 ლარია, აქედან 124 74 ლარი რეკლამაზე აქვს დახარჯული, 329 589 სხვა ხარჯებია.
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პარტიის ჯამური ხარჯი 330 962 ლარია, აქედან 72 497 ლარი რეკლამაზე დაიხარჯა. 13 534 ლარი- შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 244 931 ლარი სხვა ხარჯებია.
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ საერთო ხარჯი 213 404 ლარია, ხოლო 190 879 ლარი რეკლამაზე აქვს დახარჯული, 14 343 შრომის ანაზღაურებაზე, 8 182 სხვა ხარჯებია.
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ჯამური ხარჯი 125 947 ლარია, აქედან რეკლამაზე 34 262 ლარი დახარჯეს, 64 797 ლარი შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 26 888 ლარი სხვა ხარჯებია.
„მესამე ძალის“ ჯამური ხარჯი 103 431 ლარია, აქედან სარეკლამო ხარჯები 37 626 ლარს შეადგენს, 5 102 ლარი შრომის ანაზღაურებაა, სხვა ხარჯები - 60 703 ლარია;
რაც შეეხება დანარჩენ სუბიექტებს, მათი ჯამური ხარჯი 235 113 ლარია, აქედან რეკლამაზე დახარჯული აქვთ 73 362 ლარი, შრომის ანაზღაურებაზე 82 550 ლარი, ხოლო სხვა ხარჯები - 79 201 ლარია“, - ნათქვამია ანგარიშში.