სიძულვილის ბანერები - აუდიტის სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
ძალადობის შემცველი ბანერების წინასაარჩევნოდ განთავსებასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მოკვლევის მიზანი ბანერების განთავსებისთვის გაწეული ხარჯის კანონიერების დადგენაა.
2021 წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით გარე რეკლამისათვის განკუთვნილ ადგილებში განთავსდა პოლიტიკური შინაარსის ბანერები წარწერით − "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს". აღნიშნულ ბანერებზე განთავსებული მასალა მიმართულია რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ",- ნათქვამია ანგარიშში.