ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანას მშვიდობიანი გარემო სჭირდება - დეგნანი სააკაშვილის ჩამოსვლაზე

30.09.21 13:06
ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანას მშვიდობიანი გარემო სჭირდება - დეგნანი სააკაშვილის ჩამოსვლაზე

ამერიკის ელჩის პირველი კომენტარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე.

"ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია მშვიდი გარემო, არ უნდა იყოს პოლიტიკური დაპირისპირება ან ძალადობა"- აცხადებს კელი დეგნანი ჟურნალისტებთან. 

არ მინდა სპეკულაცია, სააკაშვილი რას იზამს და რას არა. ამაზე ბევრი კომენტარი გაკეთდა, მათ შორის სააკაშვილის მხრიდანაც. რაც საქართველოს სჭირდება, არის წყნარი, მშვიდობიანი გარემო, აღარ უნდა იყოს პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა. ეს არის ის, რასაც ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი და ვიმედოვნებ, რომ ამას ვიხილავთ არჩევნების დღეს და მის შემდეგაც.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება მიმდინარე კვირას დააანონსა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ის ქვეყანაში 2 ოქტომბერს 23:05 საათზე ჩამოვა.  

მსგავსი სიახლეები