დიდი წმენდა სახელმწიფო კომპანიებში - ვინ რატომ გაუშვეს და ვინ რა დამსახურებისთვის დააწინაურეს

07.05.25 20:42
დიდი წმენდა სახელმწიფო კომპანიებში - ვინ რატომ გაუშვეს და ვინ რა დამსახურებისთვის დააწინაურეს

მინისტრებისა და გუბერნატორების შემდეგ წმენდა სახელმწიფო კომპანიებში. თანამდებობები დაატოვებინეს ელექტრო სისტემისა და საქართველოს რკინინგზის პირველ პირებს. პოსტიდან გადადგა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეც. ვინ ცვლის წასულებს? - ელეტქროსისტემაში ხელმძღვანელის პოსტი პარლამენტიდან სკანდალით წასულ ვანო ზარდიაშვილს ჩააბარეს. 

დაწინაურდა დედაქალაქის ყოფილი ვიცე მერიც. ლაშა აბაშიძეს საქართველოს რკინიგზა ჩააბარეს. ოლიგარქის ერთ-ერთი ფავორიტი დავით ფერაძე კი სახლში გაუშვეს. უცნობია უკავშირდება თუ არა მისი პოსტიდან გადაყენება "მტკვარი ჰესის" საქმეს, რომელზეც გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წაყენებული. ამ კომპანიის დირექტორი წლების მანძილზე სწორედ ფერაძე იყო.

დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები