მთავარი მიზეზი არის მედიაზე ზეწოლა - გიგაური კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალ სარჩელზე

30.09.21 13:09
მთავარი მიზეზი არის მედიაზე ზეწოლა - გიგაური კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალ სარჩელზე

არასამთავრობო სექტორი კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალ სარჩელს მედიაზე ზეწოლად აფასებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, ამბობს,  რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ დევნა ტელეკომპანია  "ფორმულას" უკავშირდება. 

თავის დროზეც, როცა ეს კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ ,ამ ნაწილში ჩვენ ვფიქრობდით, რომ კი, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ის არის დამფუძნებელი ტელეკომპანია "ფორმულასი" და რეალურად მთავარი მიზეზი არის მედიაზე ზეწოლა. სხვა შემთხვევაში კეზერაშვილი  ვერ მოიგებდა პირველ და მეორე ინსტანციებს", - ამბობს ეკა გიგაური. 

მსგავსი სიახლეები