2 ოქტომბრის ღამეს საარჩევნო უბნებზე ხმებს დავიცავთ - ნიკა ობოლაძე

30.09.21 13:22
2 ოქტომბრის ღამეს საარჩევნო უბნებზე ხმებს დავიცავთ - ნიკა ობოლაძე

,,ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ხმები უბნებზე" - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა ობოლაძემ, განაცხადა. 

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანის, რომ არ მივცეთ საშუალება ,,ქართულ ოცნებას", გააყალბოს არჩევნები. რა თქმა უნდა, ჩვენ 2 ოქტომბრის ღამეს ვიქნებით უბნებზე და ხმებს დავიცავთ - ამბობს ნიკა ობოლაძე.

,,ენმ"-ს წევრის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს რისკები, რომელიც მის გადაწყვეტილებას ახლავს,  გაცნობიერებული აქვს.

რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლას, მან მიიღო პერსონალური გადაწყვეტილება,  დადო ბილეთი და მოდის 2 ოქტომბრის ღამეს, რაც შეეხება მისი ჩამოსვლის დეტალებს, მან პიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და ამ ჩამოსვლას თან ახლავს მაღალი რისკი - აღნიშნავს ,,ენმ"-ს წევრი.

მსგავსი სიახლეები