"ოცნებას" საზოგადოებასთან კავშირი აქვს გაწყვეტილი, საჯარო სივრცეში ვერ ჩნდებიან" - ლომჯარია
"ოცნებას" საზოგადოებასთან ყველანაირი კავშირი აქვს გაწყვეტილი", - ასე ეხმაურება "საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია "ტვ პირველის" ეთერში დღეს გამართულ ყრილობას, რომელიც ბიძინა ივანიშილის სასტუმროში, პოლიციის ალყის თანხებით გაიმართა.
ყოფილი სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ივანიშვილის გუნდს საჯარო სივრცეებში გამოჩენა არ შეუძლია, რადგან ისინი თავს დაცულად არ გრძნობენ.
ის ფაქტი, რომ ეს ყრილობა გაიმართა ბიძინა ივანიშვილის სასტუმროში ცხადყოფს, რომ მათ მხოლოდ კერძო სივრცეებში შეუძლიათ გამოჩენა და ისინი ვერ ჩნდებიან საჯარო სივრცეებში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინსტიტუტს აკონტროლებენ, ძალაუფლება ხელში აქვთ მათ რეალურად შეუძლიათ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი მხოლოდ კერძო, მათ კუთვნილ და დაცულ სივრცეში და საზოგადოებასთან ყველანაირი კავშირი აქვთ გაწყვეტილი. ვფიქრობ, რომ ეს ლოკაციაც სიმბოლურად უჩვენეს მათი ძალაუფლების ფორმასა და სახეს. არაფერი ახალი იქ არ თქმულა, ეს სახები ყველგან ერთად ზის", - ამბობს ნინო ლომჯარია.
"ქართული ოცნების" რიგით IX ყრილობა დაწყებიდან 18 წუთში დასრულდა - სასტუმრო "პარაგრაფში", სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები აირჩიეს, ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა, თუმცა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ღონისძიების დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია. ოლიგარქს არც დელეგატებისთვის მიუმართავს.
ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან და პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ გამართულ პირველ ყრილობაზე პარტიამ თავმჯდომარედ კვლავ აირჩია ირაკლი კობახიძე, რომელიც ამ პოსტს 2024 წლის 1 თებერვლამდე იკავებდა. 7 მაისს გამართულ ყრილობაზე დაამტკიცეს მცირედით შეცვლილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც.
მსგავსი სიახლეები
ბრიტანული სანქციები გემს, რომელიც ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა - რა განმარტებას აკეთებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში
გაერთიანებული სამეფოს მიერ 2026 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებს, რომელთა ფარგლებში სანქცირებულ სუბიექტთა სიაში მოხვდა გემი SILVAR (IMO 9291262) საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება.