ლომჯარია კობახიძეს: თქვენს მიერ არჩეული სახალხო დამცველი წერს, რომ დაკავებულთა 88% სისტემური წამების მსხვერპლი იყო

07.05.25 22:10
ლომჯარია კობახიძეს: თქვენს მიერ არჩეული სახალხო დამცველი წერს, რომ დაკავებულთა 88% სისტემური წამების მსხვერპლი იყო

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რეჟიმის პრემიერს "ტვ პირველის" ეთერით პასუხობს. საუბარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "როცა 500 ადამიანი ძალადობს, უნდა იყოს თუ არა 30 კაცი მინიმუმ პატიმრობაში?"

ლომჯარია ივანიშვილის პრემიერს მათ მიერ არჩეული სახალხო დამცველის ანგარიშით პასუხობს, რომლის თანახმადაც დაკავებულ პირთა უმრავლესობაზე არასათანადო მოპყრობა ხორციელდება.

საუბრობდნენ, რომ თითქოს 500 კაცი დარბოდა და და დანაშაულს ჩადიოდა - პირიქით ვიტყოდი.

მოქმედი სახალხო დამცველის ანგარიშში,  მათ მიერ არჩეულმა  სახალხო დამცველმა დაწერა, რომ 600- ზე მეტი პირი მოინახულეს გასული წლის განმავლობაში. ნოემბერ-დეკემბერ თვეში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობა 89% აღწევდა, რაც გულისხმობს წამებს, ღირსების შემლახავ მოპყრობას.

მათ სახალხო დამცველს უწერია, რომ დაკავებულთა 88% იყო სისტემური წამების მსხვერპლი. ეს სისტემური წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო მასშტაბური. ამ დანაშაულებზე არცერთ სამართალდამცველს არ უგია პასუხი", - ამბობს ნინო ლომჯარია. 

არალეგიტიმური პრემიერი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებაში, დაახლოებით, 500 ადამიანი იყო ჩართული, ამიტომ, "მინიმუმ 30 დაკავება" გასაკვირი არ არის.  

მსგავსი სიახლეები