თუ სახელმწიფო ორგანო აწარმოებდა უკანონო მოსმენებს სასულიერო პირებზე, გამოსაძიებელიც არაფერია - ედიშერ ქარჩავა

30.09.21 13:18
თუ სახელმწიფო ორგანო აწარმოებდა უკანონო მოსმენებს  სასულიერო პირებზე, გამოსაძიებელიც არაფერია - ედიშერ ქარჩავა

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს ელოდება, თუმცა  ჩანაწერების ავთენტიკურობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.  ქარჩავას თქმით, თუ უკანონო მოსმენებს სახელმწიფო ორგანო აწარმოებდა, გამოსაძიებელი არაფერია. 

თუ სახელმწიფოს გარკვეული  დანაყოფი უკანონო მოსმენებს აწარმოებდა სასულიერო პირებზე, გამოსაძიებელი არაფერია, უკვე ვიცით, ვინ, რომელი ჯგუფი აკეთებდა ამას.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ამ ჩანაწერებს ასრულებდა თუ არა რომელიმე სახელმწიფოს ორგანო. თუ სახელმწიფო ორგანო უკანონო მოსმენებს აწარმოებდა სასულიერო პირებზე, ესე იგი გამოსაძიებელიც არაფერია, ყველამ ყველაფერი იცის უკვე", - ამბობს ედიშერ ქარჩავა. 

მსგავსი სიახლეები