თითოეულმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს, რომ ის წინაზე უკეთესია - დეგნანი

30.09.21 13:31
თითოეულმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს, რომ ის წინაზე უკეთესია - დეგნანი

თითოეულმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს გაუმჯობესება, ის, რომ უკეთესია წინაზე. სწორედ ეს იქნება ნიშანი დემოკრატიული განვითარების მიმართ ქვეყნის ერთგულების. იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე ასე იქნება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. მისი თქმით, აშშ-ს საელჩოს მხრიდან არჩევნებს 100 დამკვირვებელი დააკვირდება, რაც საქართველოს მიმართ დიდი ინტერესს აჩვენებს. 

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ დაშინების და ზეწოლის ფაქტები ხელს უწყობს პოლარიზაციას. 

იმედი მაქვს, რომ იქნება მშვიდობიანი და წყნარი გარემო იმისთვის, რომ ადამიანებს მიეცეთ საშუალება მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გამოხატონ თავისი მოსაზრება. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება დაშინების, შევიწროების იმ ფაქტებთან, რაზეც იყო ცნობები. ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ - არც წინასაარჩევნო პერიოდში და არც ზოგადად ამ ფაქტების ადგილი არ არის. ასეთი ფაქტები და ასევე სიძულვილის ენა კიდევ უფრო ხელს უწყობს საზოგადოების ერთმანეთთან დაშორებას, რომელიც ისედაც უკვე პოლარიზებულია. ასევე, მიუღებელია თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, იმიტომ, რომ ჟურნალისტებმა, მედიამ უნდა შეძლოს საკუთარი საქმიანობის მშვიდ გარემოში განხორციელება, მოქალაქეების ინფორმირება იმისთვის, რომ მოქალაქეებს არჩევნების დროს შეეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა. თითოეულმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს გაუმჯობესება, ის, რომ უკეთესია წინაზე. სწორედ ეს იქნება ნიშანი დემოკრატიული განვითარების მიმართ ქვეყნის ერთგულებისა. იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე ასე იქნება“, - თქვა  დეგნანმა.

 

მსგავსი სიახლეები