მზია ამაღლობელის სასამართლო იწყება - დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ ირაკლი დგებუაძეს დაკითხავენ
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი იწყება - დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ ირაკლი დგებუაძეს დაკითხავენ.
ადგილზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერები საპროტესტო აქცია მართავენ, პარალელურად სასამართლოს შენობის წინ პოლიციელების უპრეცედენტო მობილიზებაა.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, - სკანდირებენ დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელის მხარდამჭერები.
შეკრებილების განცხადებით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისტემა იბრძვის.
- ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი - ირაკლი დგებუაძემ გამოძიებას უთხრა, რომ სილის გაწვნის შემდეგ ტკივილი განიცადა.
- დგებუაძე ამტკიცებს, რომ სილის გაწვნის შედეგად ტკივილი განიცადა და ყური და ლოყა გაუწითლდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაცვის მხარე, საერტაშორისო ორგანოზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქმის მასალებს იცნობს, ამბობს, რომ დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელი პოლიტიკური მოტივით ჰყავთ გამოკეტილი ციხეში.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
ბრიტანული სანქციები გემს, რომელიც ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა - რა განმარტებას აკეთებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში
გაერთიანებული სამეფოს მიერ 2026 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებს, რომელთა ფარგლებში სანქცირებულ სუბიექტთა სიაში მოხვდა გემი SILVAR (IMO 9291262) საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება.