ვაკვირდებით მედიას, საარჩევნო ადმინისტრაციიას, სამოქალაქო სექტორს - IRI-ის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორი
გადამწყვეტი არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა - IRI-ის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორი "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ორგანიზაცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ამომრჩევლის ნების შესაძლო კონტროლის ყველა შემთხვევას და სულ მალე საბოლოო ანგარიშში ასახავს.
სტივენ ნიქსი IRI-ის გრძელვადიანი და მოკლევადიანი შეფასების ჯგუფების მუშაობას კოორდინაციას გაუწევს.
ჩვენი მიზანია, თავი მოვუყაროთ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას. ამიტომაც არიან აქ გრძელვადიანი შეფასების ჯგუფის წევრები. ისინი ატარებენ ინტერვიუებს, შეხვედრებს ბევრ ადამიანთან. ასევე - მოკლევადიანი შეფასების ჯგუფი ხვდება სამთავრობო ოფიციალურ პირებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, არასამთავრობო სექტორს და პოლიტიკური პროცესების სხვა აქტორებს. ჩვენ არ გავაკეთებთ წინასწარ განცხადებებს და ველოდებით გრძელვადიანი შეფასების ჯგუფის საბოლოო ანგარიშს.
ინფორმაციის მოგროვების პროცესში მედია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ჩვენ თვალს ვადევნებთ ყველაფერს. ჩვენ ვაკვირდებით მედიას, საარჩევნო ადმინისტრაციიას, სამოქალაქო სექტორს და ყველა ამ აქტორის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო პროცესებში. მედია არის ერთერთი კომპონენტი და ყველაფერი იქნება ასახული ჩვენს საბოლოო ანგარიშში"- აცხადებს სტივენ ნიქსი.