ირაკლი დგებუაძე: მე განვიცადე ტკივილი!

08.05.25 14:56
ირაკლი დგებუაძე: მე განვიცადე ტკივილი!

 

 

 "ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად" - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის ამ წუთებში იკითხება.

პოლიციის ე.წ. დაზარალებული მაღალჩინოსანი ისევ ამტკიცებს, რომ სილის გაწვნის შედეგად "ტკივილი განიცხადა". 

ქალბატონი მზია მეკითხება, ჩემი ოჯახის წევრები რატომ გყავთ დაკავებული, ბუნებრივია, არ მეცოდინებოდა ვინ იყო მისი ოჯახის წევრი და ვეკითხები გვარს. მეუბნება გაბაიძე. ვპასუხობ: - გიორგი, პოლიციელებს რომ აგინებს? ამ კონკრეტულ მომენტში სახეზე ვატყობ აღელვებას, აგრესიას. ეს ტემბრი, ქალბატონია და არ შემშინებია ამ ტემბრის, მაგრამ ბუნებრივია დავინახე, რომ აგრესიული იყო.

მოულოდნელად პოლიციელის ქურთუკზე მქაჩავს. მეუბნება ფრაზას: „მე რომ დამაკავეთ“... ესეც კი გამიკვირდა, შენიშვნის მიცემას ვაპირებდი.

მაგრამ შენიშვნის მიცემა არ დამცალდა, გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში. პოლიციის შავი ფერის გახსნილი ქურთუკი მეცვა, მომკიდა ხელი და მიმიზიდა მისკენ...

ერთგან დამარტყა სახის მარჯვენა არეში. საკმაოდ ძლიერი იყო. ჩვენებაში დაფიქსირებული ჩემ მიერ განცდილი ტკივილიც ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში.

სახეში როცა გირტყამენ, თავს გესხმიან, თუ ვინმე სინონიმს მეტყვის რას განიცდის ადამიანი ამ დროს როცა სახეში ხელს ურტყამენ... მე განვიცადე ტკივილი. ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, "ნახე რა სიწითლე გაქვს, ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს". ბუნებრივია, მეც დავინტერესდი რა მჭირს სახეზე. ჩემს სამუშაო კაბინეტში ასვლის შემდეგ, სარკე მაქვს სამუშაო კაბინეტში, ჩავიხედე, მქონდა სიწითლე“,- განაცხადა დგებუაძემ.

 

მსგავსი სიახლეები