"მეგობარი აქტი" უნდა იყოს კარგი მაღვიძარა "ოცნებისთვის" - სერგი კაპანაძე
"მეგობარი აქტი" უნდა იყოს კარგი მაღვიძარა "ოცნებისთვის" - ამის შესახებ "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ "პირველებთან" განაცხადა.
კაპანაძის თქმით, სწორედ პარტნიორების მხრიდან ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მოუსწრაფებს ბოლოს "ოცნების" ძალაუფლებას.
ის გზა რომელიც მათ აარჩიეს, საბოლოო ჯამში მათთვისვე არის დამღუპველი. ამიტომ, ეს აქტი უნდა იყოს კარგი მაღვიძარა მათთვის, რომ გაიგონ რა ხდება. გასაგებია, რომ ახლა პროპაგანდით არიან დაკავებულები და შეპყრობილი არიან ძალაუფლებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მათვე ძალაუფლებას მოუსწრაფებს ბოლოს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან და არა მარტო "მეგობარი აქტი" არამედ ევროპის და ჩვენი სხვა პარტნიორების კონკრეტული ნაბიჯები", - ამბობს სერგი კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს, წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI აქტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, რაც კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა.
გუშინ, 7 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ სენატმა MEGOBARI აქტი განსახილველად მიიღო. MEGOBARI Act უკვე ჩასმულია სენატის კალენდარში და სავარაუდოდ, უახლოეს კვირაში გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ, შემდეგ კი მხოლოდ დონალდ ტრამპის ხელმოწერა დარჩება
მსგავსი სიახლეები
ბრიტანული სანქციები გემს, რომელიც ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა - რა განმარტებას აკეთებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში
გაერთიანებული სამეფოს მიერ 2026 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებს, რომელთა ფარგლებში სანქცირებულ სუბიექტთა სიაში მოხვდა გემი SILVAR (IMO 9291262) საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება.