ჩვეულ პრაქტიკად იქცა თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება - სახალხო დამცველი
მმართველი პარტიის წარმომადგენლების ცინიკურ და აგდებული დამოკიდებულება მედიის წარმომადგენელთა მიმართ - სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მსგავსი ქმედებები მედიისკენ მიმართულ ძალადობრივ ფონს ახალისებს.
ძალიან კრიტიკულად ვაფასებ იმას, რომ ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით, კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები, რაც ვფიქრობ, რომ ასევე ახალისებს მედიის წარმომადგენელთა მიმართ არსებულ ძალადობრივ ფონს", - ამბობს ლომჯარია.