მგონია, რომ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, "ფორმულას" წილს დააყადაღებენ - მშვენიერაძე
იურისტის, გიორგი მშვენიერაძის პროგნოზით, არ არის გამორიცხული დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი სარჩელის შეტანის შემდეგ, ტელეკომპანია "ფორმულას" წილი დააყადაღონ. ამის შესახებ მშვენიერაძე Facebook-ზე წერს.
პროგნოზების კეთება ზოგადად არ მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ იმდენად პრიმიტიულია ხელისუფლების ქცევა, რომ თავს ვერ ვიკავებ. აი, მაგალითად ახლა, მგონია რომ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე რომელიმე დამოუკიდებელი მოსამართლე ტვ ფორმულას წილს დააყადაღებს.
და რას ნიშნავს ეს, ვფიქრობ ისეც ცხადია", - წერს მშვენიერაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შედის. თავდაცვის სამინისტრო ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.