გიორგი ახობაძის საგენგებო მიმართვა ექიმებს: არ არის სახუმარო, რაც გიორგი ჩიკვაიძეს სჭირს

08.05.25 19:01
გიორგი ახობაძის საგენგებო მიმართვა ექიმებს: არ არის სახუმარო, რაც გიორგი ჩიკვაიძეს სჭირს

 

 

 

რეჟიმის ტყვე, ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას საყურადღებოს უწოდებს. 

ახობაძემ მის კოლეგებს მიმართა და თქვა, რომ პატიმრობაში მყოფ პატიმარს მძიმე ნერვოლოგიური სიმპტომატიკა აქვს: 

 „ყურადღების გამახვილება მინდა გიორგი ჩიკვაიძეზე, პატიმარზე, რომელსაც ძალიან მძიმე ნერვოლოგიური სიმპტომატიკა აქვს და მათ შორის ჩემს კოლეგებს მინდა ვთხოვო, რომ იქნებ რაღაც მომენტში ყურადღება მიაქციონ ამ ახალგაზრდა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმიტომ რომ არ არის ეს [სახუმარო] მას სჭირს", - თქვა გიორგი ახობაძემ დღეს გამართულ პროცესზე.

7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ია კელენჯერიძემ  გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი - 8 წლით.

ჩიკვაიძე 11 მარტიდან პატიმრობაშია, ირაკლი პაპიაშვილს კი დღეს სასამართლოში დაადეს ბორკილები და დააპატიმრეს.

ჩიკვაიძემ დაკავების დღეს შიმშილობა გამოაცხადა, 38 წლის ბიზნემსმენის ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ საპატიმრიოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 

ბოლო რამდენიმე სხდომაა, ის სასამართლო პროცესებზე ეტლით მიჰყავთ.