ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის პირისპირ - რას დარდობს და ამტკიცებს პოლიციელი

08.05.25 20:24
ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის პირისპირ - რას დარდობს და ამტკიცებს პოლიციელი

პოლიციის  უფროსი ირაკლი დგებუაძე ამტკიცებს, რომ  მზია ამაღლობელის სილამ მას ტკივილი განაცდევინა. პოლიციელი დღეს პროცესზე დარდობდა, რომ აწითლებული ლოყის გამო მას დასცინიან და საზოგადოება ვერ უთანაგრძნო. 

დღეს ის პროცესზე, სინდისი პატიმარი ქალი ჟურნალისტის პირისპირ ამტკიცებდა, რომ დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, ლოყა გაუწითლდა, სიწითლე კი კაბინეტში ასულმა სარკეში აღმოაჩინა.  

ირაკლი  დგებუაძემ  განცდილი  ტკივილის გასამყარებლად ლოყის სიწითლეზე ბევრჯერ ისაუბრა. ადვოკატებმა სასამართლო  პროცესზე იმის დასამტკიცებლად რომ  ირაკლი დგებუაძეს დაკავების შემდეგ  ყური  წითელი არ ჰქონდა, ვიდეო  მტკიცებულებები  წარმოადგინეს,  რომელშიც როგორ მაია მწარიაშვილი  ამბობს, ყურის სიწითლე არ ჩანს.  ეს გარემოება კი  აჩენს ეჭვს, რომ  საქმე  უბრალოდ  შეკერილია. 

ირაკლი  დგებუაძემ  ადვოკატის დასმულ  კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეა და შესაძლოა, რეჟიმის ტყვე ჟურნალისტმა ახლა სხვა პოლიციელებს   მიაყენოს ფიზიკური  შეურაცხყოფა. 

ირაკლი დგებუაძე  დღეს საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ  მზია ამაღლობელი  აქციაზე პირველად ნახა  და მისი  პროფესიული  საქმიანობის შესახებ  ინფორმაცია არ ჰქონდა. მას ამ სიტყვების წარმოთქმა აქციის მონაწილეების შეძახილების  ფონზე მოუწია.  

მზია ამაღლობელის პროცესი - ანა მდივანი დეტალებით