ტედ ჯონასის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის
ამერიკელი იურისტის საქმე, რომელიც ხარებას რაზმმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სასტიკად სცემა, სტრასბურგში მიდის. ტედ ჯონასმა, 1 წლიანი უშედეგო გამოძიების შემდეგ საქართველოში, მიიღო გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იდავოს. სარჩელი უკვე გაგზავნილია. წამების სისტემურობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა არსებობს მოლოდინი რომ საქმეს - ტედ ჯონასი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში დაჩქარებულად განიხილავენ.
საქართველოს და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე იურისტის საქმეში, ადვოკატები არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ელემენტებს ხედავენ.
უკვე 1 წელია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის შეფიც რეჟიმის მსახურების გამო სანქცირებულია, იძიებს, ვინ სცემა ტედ ჯონასი, თუმცა ამ დრომდე ვერაფერი დაადგინა.