ლომჯარიას თქმით, კეზერაშვილის საქმეზე უზენაეს სასამართლოს სამოტივაციო ნაწილი არ აქვს

30.09.21 14:12
ლომჯარიას თქმით, კეზერაშვილის საქმეზე უზენაეს სასამართლოს სამოტივაციო ნაწილი არ აქვს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე უზენაეს სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ჯერ არ გადაუცია. ლომჯარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე  შეფასებებისგან თავს შეიკავებს.

როდესაც ჩვენ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს, რომ მოეწოდებინათ მათ გადაწყვეტილება, გვითხრეს, რომ არსებობს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ანუ სამოტივაციო ნაწილი ამ საქმეზე არ არსებობს, რაც ჩემთვის ცოტა უცნაურია, როდესაც ასეთი მაღალი რეზონანსული მნიშვნელობის საქმეზე იღებ გადაწყვეტილებას, როდესაც წლებია მიმდინარეობს საქმის განხილვა და ძალიან საჩქარო არაა დღეს გადაწყვეტილების მიღება, რატომ არ შეიძლება იყოს ამდენი ხნის განმავლობაში დაწერილი საბოლოოდ გადაწყვეტილება", - ამბობს ლომჯარია.

მსგავსი სიახლეები