ანრი ოხანაშვილი ამერიკის საელჩოზე დასმულ კითხვას არ პასუხობს

09.05.25 11:30
ანრი ოხანაშვილი ამერიკის საელჩოზე დასმულ კითხვას არ პასუხობს

 

 

სუს-ის შეფი, ანრი ოხანაშვილი ამერიკის საელჩოზე დასმულ კითხვას არ პასუხობს - "პირველები" დაინტერესდა, მოხდა თუ არა აფეთქების საფრთხის შესახებ სუს-ის ინფორმირება და რას ნიშნავდა ის განცხადება, რაც უწყებამ გაავრცელა, თუმცა ოხანაშვილმა თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე "კომენტარს არ აკეთებს".

  • ივანიშვილის მთავრობის  ლიდერები ამ წუთებში კიკვიძის პარკში იმყოფებიან და ფაშიზმზე გამარჯვებისს 80 წლისთავს აღნიშნავენ. სწორედ იქ გაკეთდა განცხადებები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩომ 7 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც დიპლომატიური უწყება წერდა, რომ მიიღეს შეტყობინება თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ.

საფრთხის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სახელმწიფო უაფრთხოების სამსახური სპეციალური განცხადებით გამეხმაურა და დიპლომატიური უწყება გააკრიტიკა. 

სუს-მა აშშ-ის საელჩო თბილისში შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები