კობახიძემ ჯერ არ იცის, შეხვდება თუ არა ვინმე ევროპის პოლიტიკურ სამიტზე
კობახიძემ ჯერ არ იცის, შეხვდება თუ არა ვინმე ევროპის პოლიტიკურ სამიტზე - 16 მაისს ტირანაში ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან, მასპინძელმა ქვეყანამ ალბანეთთმა დაპიტიჟა კობახიძეც, მაგრამ ახლა მთავარი კითხვაა, ვინ შეხვედება კობახიძეს.
ივანიშვილის პრემიერი ვერ ამბობს, რომ რომელიმე ლიდერთან ორმხრივი შეხვედრა აქვს ჩანიშნული.
- ივანიშვილის მთავრობის ლიდერები ამ წუთებში კიკვიძის პარკში იმყოფებიან და ფაშიზმზე გამარჯვებისს 80 წლისთავს აღნიშნავენ. სწორედ იქ გაკეთდა განცხადებები.
კობახიძე ამბობს, ვინც გამოთქვამს მასთან საუბრის სურვილს, ყველას დაელაპარაკება.
ჩვენ ყველასთან გვინდა საუბარი. თუ მათგან იქნება სამართლიანი, ჯანსაღი დამოკიდებულება და არა საბჭოური დამოკიდებულება - ამბობს კობახიძე.
ჩვენ არ მოგვითხოვია შეხვედრები, შეიძლება გაიმართოს გარკვეული შეხვედრები ლიდერებეთან. ვისაც ექნება სურვილი, ყველასთან ვისაუბრებთ. ჩვენ ყველასთან გვინდა საუბარი. თუ მათგან იქნება სამართლიანი, ჯანსაღი დამოკიდებულება და არა საბჭოური დამოკიდებულება, ეს არსაუბარი არის საბჭოური დამოკიდებულება, რომელსაც დღეს ავლენს არა საბჭოთა კავშირი, არამედ ევროკავშირი. ჩემი ევროოპული დამოკიდებულება არის, რომ ყველასთან მინდა საუბარი, საბჭორუი დამოკიდებულება კი, ყველას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ გარკვეულ ლიდერებს, მათი საბჭოური დამოკიდებულება არის ის, რომ არ საუბრობენ. არ საუბარს შესაძლოა ჰქონდეს ერთადერთი ახსნა, ვიღაცას აქვს დაგეგმილი ეს უსამართლობა, ვიღაცას სურს, რომ რაღაცნაირად ზიანი მიაყენოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე", - ამბობს კობახიძე.
კითხვაზე დაელოდება, რომელი ევროპელი ლიდერი გამოთქვამს მასთან საუბრის სურვილს, თუ თვითონ გამოიჩენს ინიციატივას, კობახიძე პასუხობს:
იქ დერეფნებში იმართება შეხვედრები. სპეციალრუი ოთახებიც კი არ არის, როგორც წესი გამოყოფილი. დერეფნებში იმართება ჩვეულებრივად შეხვედრები. ვისაც ექნება საუბრის სურვილი, მე ყველას დაველაპარაკები", - ამბოსბ კობახიძე.