"დახურულ კარს მიღმა ჩვენთან მოვიდა დიფ სთეითის წარმომადგენელი” - ირაკლი კობახიძე

09.05.25 12:08
"დახურულ კარს მიღმა ჩვენთან მოვიდა დიფ სთეითის წარმომადგენელი” - ირაკლი კობახიძე

"დახურულ კარს მიღმა ჩვენთან მოვიდა დიფ სთეითის წარმომადგენელი, რომელმაც ღიად მოითხოვა სანქციებთან მიერთება და მერე ზელენსკის ხელით გაიწვია ელჩი საქართველოდან", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

ივანიშვილის პრემიერი ირწმუნება, რომ ეს ორი საბაბით მოხდა - "ეს არის სანქციებთან არმიერთება და მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა"

"ეს გადაწყვეტილებები არ გააკრიტიკეს, იმიტომ რომ ყველაფერი იყო კოორდინირებული" - ამბობს ირაკლი კობახიძე.

"ოცნების" მაღალჩნოსანი ამტკიცებს, რომ სწორედ „დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ".