შალვა პაპუაშვილი ესტონეთის სანქციაზე პირველ კომენტარს აკეთებს

09.05.25 12:32
შალვა პაპუაშვილი ესტონეთის სანქციაზე პირველ კომენტარს აკეთებს

შალვა პაპუაშვილი ესტონეთის სანქციაზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ “ესტონეთის ეს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია.“

მისი თქმით, “ეს არის საინფორმაციო ხმაური და ასე კვირაგამოშვებით უნდათ, რომ მისცენ საკვები თავის თანამემიტინგეებს.“

ეს არის საინფორმაციო ხმაური. გადაწყვეტილება. რომელიც იქნა მიღებული ორი თვის წინ. ასე კვირაგამოშვებით უნდათ, რომ მისცენ საკვები ანუ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საკვები თავის თანამემიტინგეებს. გახსოვთ, რომ ის მონაწილეობდა „ენჯეო“ და რადიკალურ ოპოზიციასთან ანტიქართულ აქციაში. ასე რომ, მისი მხრიდან ეს ნაბიჯები გასაკვირი არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ესტონეთმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

  • ესტონეთის მთავრობის მიერ 8 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის საერთო პოლიტიკური ხაზის გაგრძელებაა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ესტონეთის ეს ნაბიჯი მიმართულია საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლისკენ.

  • ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა წერს, რომ ეს არის პასუხი „ქართული ოცნების“ რეპრესიებზე სამოქალაქო საზოგადოების, პროევროპული აქციების მონაწილეებისა და მედიის მიმართ.