დღეს კიდევ ერთხელ დავანახებთ ევროკავშირს, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას - ლაშა კაცია

09.05.25 13:29
დღეს კიდევ ერთხელ დავანახებთ ევროკავშირს, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას - ლაშა კაცია

სინდისის პატიმრის, ნიკა კაციას ძმა დღევანდელი აქციის მნიშვნელობაზე საუბრობს. ლაშა კაცია ამბობს, რომ დღეს ქართველმა ხალხმა ევროპას კიდევ ერთხელ უნად აჩვენოს, რომ ირჩევენ ევროპულ კურსს. მისი თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრების ყოლაც სწორედ ამ არჩევანთან არის დაკავშირებული. 

პირველ რიგში, დღეს ყველა მარში, რომელიც ერთ კონკრეტულ ადგილას შერიკრიბება, მნიშვნელოვანია, რადგან ის მთავარი ბრძოლა, რაც დაიწყო, ზუსტად იმ ევროპული ღირებულებებისთვის დაიწყო, რომელიც გვინდა, რომელიც გვინდა ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის და რაც მთავარია, ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით როგორია თუნდაც სამართლებრივი სისტემა, თუნდაც სამუშაო სისტემა ევროპაში აწყობილი, შესაბამისად, კიდევ ერთი დღეა, სადაც დავანახებთ ევროკავშირს, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ამ გზას და ქართველი ხალხი დღეს რომ ქუჩაში დგას, დღეს რომ ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპულ გეზს, - ამბობს ლაშა კაცია. 

ევროპის დღეს თბილისში ევროპული მარში გაიმართება. დღეს 17:00 საათიდან საქართველოს მოქალაქეები ქალაქის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან. "ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია" - ეს არის გზავნილი, რომლის გარშემოც ყველაზე გრძელი და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აპირებენ გაერთიანებას.

მოქალაქეები ქუჩაში სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად, ქუჩებში არჩევნების მოთხოვნით და საქართველოს ევროპული კურსის გადასარჩენად იდგებიან.