ეკლესიაც რიგ შემთხვევებში არის გულგრილი დანაშაულის მიმართ - საბა ბუაძე
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე საპატრიარქოს გულგრილობაში ადანაშაულებს. ბუაძის თქმით, სწორედ ეკლესია უნდა იყოს დაინტერესებული სიმართლის დადგენით, ვინ უსმენდა უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებს.
ეკლესიაც რიგ შემთხვევებში არის გულგრილი იმ დანაშაულის მიმართ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების ხელით იქნა ჩადენილი. ფაქტია, რომ სახელმწიფო და ივანიშვილი უსმენს ეკლესიის წარმომადგენლებს, რომ მოიპოვოს კომპრომატები. ყველას ინტერესებშია და პირველ რიგში, ეკლესიიის და საპატრიარქოს ინტერესებშია, რომ გაირკვეს სიმართლე", - თქვა საბა ბუაძემ.