ელჩის განცხადებით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აკრძალვას ლატვიაც აპირებს

09.05.25 15:01
ელჩის განცხადებით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აკრძალვას ლატვიაც აპირებს

საქართველოში ლატვიის ელჩის, ედიტე მედნეს განცხადებით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აკრძალვას ლატვიაც აპირებს

„ჩვენ მივყვებით ჩვენს შიდა პროცედურებს, ამიტომ ვერ დავასახელებ თარიღს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება ერთ თვეში, ან მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ ჩვენც შევუერთდებით ამ გადაწყვეტილებას. შესაძლოა, პროცედურების გამო მეტი დრო დაგვჭირდეს, მაგრამ ეს მოხდება“, - ამბობს ელჩი „ინტერპრესნიუსთან“. 

შეგახენებთ, რომ გუშინ ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა.