ელისაშვილი: ომი უნდა 21 საუკუნის ბოტოქსებიან თემურლენგს - პუტინს, ჩვენ გვინდა ევროპა და ღირსეული საქართველო
ევროპის დღე და დიდი პროტესტი თბილისში - მოქალაქეები და პოლიტიკოსები ამ წუთებში სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან და მსვლელობისთვის ემზადებიან. მარჯანიშვილის მოედანზე იმყოფებიან "ძლიერი საქართველოს" ლიდერები.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ქუჩაში დგანან იმისთვის, რომ მათი შვილების ევროპული მომავალი გადაარჩინონ.
ყველა ჯანმრთელი, ჯანსაღად მოაზროვნე ქართველი ისწრაფვის იმისკენ, რომ ჩვენ ცივილიზირებულ სივრცეში დავბრუნდეთ და ჩვენ ყველა აღვნიშნავთ დღეს ევროპის დღეს. ჩვენ კიდევე რთხელ დავანხებთ ყველას, რომ ვიბრძვისთ ევროპისთვის და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპა არის მშვიდობა, ევროპა არის კეთილდღეობა, იმიტომ მინდა ევროპაში, რომ ჩვენი შვილები კეთილდღეობაში ცხოვრობდნენ. ომი უნდა ერთადერთ ადამიანს, 21 საუკუნის ბოტოქსებიან თემურლენგს - პუტინს, უნდოდა ომი და დაიწყო და ჟლიტავს ხალხს, ჩვენ ომი არ გვინდა. ჩვენ გვინდა ევროპა, კეთილდღეობდა და გვინდა ღირსეული საქართველო", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
"ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია" - ეს არის გზავნილი, რომლის გარშემოც ყველაზე გრძელი და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აპირებენ გაერთიანებას.
მოქალაქეები ქუჩაში სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად, არჩევნების მოთხოვნით და საქართველოს ევროპული კურსის გადასარჩენად იდგებიან.