ყველა მინუს ოლიგარქის რეჟიმი - ვარშავაში, EU-ს არაფორმალურ შეკრებაზე "ოცნება" არ მიიწვიეს

09.05.25 21:50
ყველა მინუს ოლიგარქის რეჟიმი - ვარშავაში, EU-ს არაფორმალურ შეკრებაზე "ოცნება" არ მიიწვიეს

ივანიშვილის მთავრობის დეფაქტო მინისტრი ადასტურებს, რომ ვარშავაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეკრებაზე არ მიიწვიეს.  მაშინ, როცა, ევროპის დღეს ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბენენ, მიიწვიეს ევროკაშირის ყველა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, მაგრამ არა საქართველო. იქ მიიწვიეს მოლდოვა, უკრაინა და თურქეთიც კი, მაგრამ არა ივანიშვილის რეჟიმი.

მრგვალ მაგიდასთან, წესით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა მჯდარიყო და ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად ევროპის გაფართოებაზე და საქართევლოს ევროპულ მომავალზე უნდა ემსჯელა. ევროპისგან იზოლირებული რეჟიმი თავის მართლების რეჟიმშია და ისრების გადატანას ევროკავშირისკენ ცდილობს. თუმცა, მათ, ვინც ვერ გაიგო, რატომ აღარ წარმოადგენს დღეს "ოცნება" ევროკავშირის პარტნიორს, ევროკავშირის ელჩმა აუხსნა. ეს არის რეალობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა- ამბობს ჰერჩინსკი.

"ევროკავშირი ძალადობას და საქართველოსს დემოკრატიულ უკუსვლას ვერ შეეგუება" - ევროპელმა დიპლომატებმა კატეგორიულად  დაგმეს ძალადობა და რეპრესიები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, კრიტიკული მედიის მოხრჩობის მცდელობა და ანტიდემოკრატიული კანონები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ისახავს მიზნად. ევროპა ხედავს, რომ ქართველი ხალხი პროევროპულია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ელჩი ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველომ მკვეთრი დემოკრატიული უკუსვლა განიცადა და ამას ბრიუსელი ვერ შეეგუება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები