ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი - ნიკა გვარამია
ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი - „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რისი თქმაც ამიკრძალა მედიასთან, გამოვიდა და თვითონ მოყვა. არც მახსოვს, როდისმე განცხადება გაეკეთებინოთ ჯერ, მით უფრო, ასე მყისიერად. იმედი კი გამოვთქვი, წინასაარჩევნო „ტრიუკი“ არ არის-თქო, მაგრამ იმედი გადამეწურა. ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი. მეორე ვარიანტია, „ფორმულას“ ამბავი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, უკვე დააყადაღეს, უნდა გადაიფაროს დამზაფვრელი სკანდალით" , - წერს გვარამია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, განცხადებით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე.