ევროპის დღე "ოცნების" გარეშე - საელჩოს დაგეგმილ ღონისძიებაზე კობახიძე არ მივიდა

ევროკავშირის ელჩს ქართულ ენაზე უწევს ახსნას, სადამდე მივიდა საქართველო "ქართული ოცნების" პირობებში. პარტნიორობის ყველაზე დაბალი ნიშნული, გაწყვეტილი კავშირები და ნდობის კრიზისი - ასე ხვდება ქვეყანა ევროპის დღეს, სადაც ყველა ზეიმობდა "ქართული ოცნების" გარდა.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში, სადაც თავს იყრიდნენ მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ელჩები, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. იყო სიტყვით გამოსვლები, გამოფენები. ღონისძიებას, რომლის მასპინძელიც ევროკავშირის საელჩო იყო, "ოცნებიდან" არავინ დასწრებია. ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ მათთან ერთად არ აღნიშნავს, რადგან არ დაპატიჟეს.
როგორც ირკვევა, ამ სივრცეში ამ დღის აღსანიშნავად არც არავინ მოუწვევიათ. აქ კარი უკლებლივ ყველასთვის გაიღო. ღონისძიების შესახებ ევროკავშირის საელჩომ სოციალური მედია გამოიყენა და ყველას ერთად შეკრებისკენ მოუწოდა. იქ მისვლა ირაკლი კობახიძესაც შეეძლო და "ოცნების" ნებისმიერ დეპუტატს, თუმცა პრემიერმა საკითხი დასაპირისპირებლად გამოიყენა და იერიში დიპლომატზე მიიტანა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.