"ოცნება" კრიზისს ვერ მოაგვარებს, მხოლოდ გააღრმავებს, რადგან ისინი ძალაუფლებას ებღაუჭებიან - ცისკარიშვილი

"ოცნება" კრიზისს ვერ მოაგვარებს, მხოლოდ გააღრმავებს, რადგან ისინი ძალაუფლებას ებღაუჭებიან, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" საქართველოში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციებს შესრულება არ სურს, რადგან ცისკარაშვილის განმარტებით, თუ ივანიშვილის რეჟიმი ამას გააკეთებს, მიტაცებულ ძალაუფლებას დაკარგავს.
ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც სხვა ღირებულებისკენ მიდის. იმ პრინციპებს, რაზეც ევროპა დგას, "ოცნება" არ იზიარებს. საერთოდ ახლოს გაკარება არ უნდათ ამ ღირებულებებთან, რადგან თვლიან, რომ თუ საქართველოში შემოაღწევს, მაშინ მათი გადარჩევა რეალისტური იქნება და პირველ არჩევნებზე დამარცხდებიან. ესენი კრიზისს ვერ და არ მოაგვარებენ, ესენი კრიზისს გააღრმავებენ, რადგან ებღაუჭებიან ძალაუფლებას. მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, რომ საქართველოს შიგნით კრიზისი მოაგვარონ". - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.