მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია - ნიკა გვარამია

30.09.21 15:04
მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია  - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია,  იმ გამოძიებაზე  საუბრობს,  რომელიც სუს-ის ანტიტერორისტულ სამსახურში მიმდინარეობს.

გვარამიას თქმით, ანტიტერორისტულ სამსახურში უთხრეს, რომ მისი და კიდევ ერთი ჟურნალისტის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. 

ერთი თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან, მე არ დამიწყია გარკვევა პროვოკაციას მიწყობს თუ არა სუსი, მივედი ანტიტერორისტულ დეპარტამენტში, ვუთხარი ყველაფერი რაც ცნობილი იყო ჩემთვის, მათ დაიწყეს გამოძიება, დამენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, არაფერზე უარი არ მიტქვამს, რომ სალაპარაკო არ ყოფილიყო, ერთადერთი რაზეც ვთქვი უარი, რომ სახლში ჩემთან ვერავინ იცხოვრებდა. ამის შემდეგ არცერთი შეკითხვა არ ყოფილა ჩემგან დასმული. შემოთვლის დონეზე იყო ლაპარაკი რომ არ აღმოჩნდა ეს ინფორმაცია სერიოზული. არანაირი შეკითხვა არ დამისივამს, თუმცა დღეს მეუბნებიან, რომ დასტურდება ინფორმაცია თქვენი შწეკვეტილი მკვლელობის შესახებ, ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია", - თქვა გვარამია. 

მსგავსი სიახლეები