არსებობს გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის რეალური საფრთხე - სუსი
შესაძლოა, არსებობდეს ,,მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას, შეკვეთილი მკვლელობის რეალური საფრთხე - ამის შესახებ სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ, განაცხადა.
სახელმწიო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის მტკიცებთ, შესაძლებელია, ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც.
კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება განზრახ შეკვეთილი მკვლევლობის მომზადების ფაქტზე, შეაბამისად, გამოძიების ფარგლებში, ჩვენ მიერ დაბარებული იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად, მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა, არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით". – თქვა მგელაძემ.