“ძლიერი საქართველოს” ლიდერები სამეგრელოში ადგილობრივ მოსახლეობას, საპროტესტო საზოგადოების წარმომადგენლებს და კოალიციის მხარდამჭერებს ხვდებიან
"ძლიერი საქართველო“ საქართველოს რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.
ამ წუთებში “ლელო - ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე სამეგრელოში ადგილობრივ მოსახლეობას, საპროტესტო საზოგადოების წარმომადგენლებს და კოალიციის მხარდამჭერებს ხვდებიან.
რეგიონალური კამპანიის მთავარი მიზანი და ამოცანა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქებთან მჭიდრო კოორდინაციაა.
შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საპროტესტო აქციები, პოლიტპატიმრების საკითხი, არაღიარებული ხელისუფლების რუსული პოლიტიკა, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა და ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის ღალატია.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერებეის თქმით, რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს სჭირდებათ დეტალური და პირდაპირი ინფორმაცია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და რეგიონებში პროტესტის კერების გაფართოების შესახებ.